Sunday, April 10, 2011

სად არის განძი?

რომელ კუნძულზე მდებარეობს ტოკიო?
1)სიკოკუ
2)კიუსიუ
3)ჰონსიუ

სწორი პასუხის შესაბამისი ციფრი შეესაბამება რუკაზე არნინიშნულ რიცხვს დანარჩენიკი ტყუილია .

რა არის განძი?

იმისათვის,რომ დაადგინო რა არის განძი ამისთვის დაალაგე ასოები სწორად.


                                                             არბომბა

იპოვე განძი

Sunday, April 3, 2011

1.romelia yvelaze didi kontinenti?
2.romelia yvelaze patara kontinenti?
3.romeli kontinentia romelSic ar cxovrobs xalxi?
4.sad aris yvelaze maRAli mwvervali?
5.sad aris yvelaze wyaluxvi mdinare?

Friday, April 1, 2011

ნავთობი

ნავთობი არის აალებადი სითხე, რომელიც შედგება სხვადასხვა მოლეკულური მასის ნახშირწყალბადებისა და სხვა ორგანული ნივთიერებებისაგან. ის ძირითადად არის მუქი ყავისფერი ან შავი, ხანდახან კი მომწვანო ან მოყვითალო ფერის. აქვს სპეციფიური სუნი. გავრცელებულია დედამიწის დანალექ ფენაში და წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სასარგებლო წიაღისეულს.

როგორი რუკები არსებობს?

რუკა ერთ–ერთი საშუალებაა ადგილის აღწერის.მასზე მრავალი ინფორმაციაა.რუკების
მიხედვით ბევრი რამ შეიძლება გავიგოთ.არსებობს ფიზიკური პოლიტიკური ეკონომიკური
და სხვა სახის რუკები.











ეს ფიზიკური რუკაა აქ ბუნებრივი თავისებურებებია აღწერილი მაგალითად
მთა ვაკე დაბლობი და ა.შ.



ეკონომიკურ რუკაზე აღწერილია რა მეურნეობას მიზდევენ აქ და სად მოიპოვობა სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეული.           






ეს კი პოლიტიკური რუკაა


აქ შეგიძლია შეიტყო კონტინენტზე რამდენი ქვეყანაა და რომელი უფრო დიდია.

Thursday, March 3, 2011

კომპასი ორიენტაციის გაგნებისათვის განკუთვნილი ხელსაწყო. კომპასი პირველად ჩინეთში გამოიგონეს 2 ათასი წლის წინ, მოგვიანებით, XII საუკუნეში კი მისი გამოყენება ევროპაშიც დაიწყეს.
კომპასი მეტალისაგან დამზადებული მრგვალი კოლოფია. მის ცენტრში დამაგრებულია დამაგნიტებული ისარი. მისი ერთი ბოლო ლურჯად ან შავად არის შეღებილი, მეორე კი წითლად. კოლოფზე დამაგრებულია ჩამკეტი, რომელიც ისარ აჩერებს. მისი აშვების შემდეგ ისრის ლურჯი მხარე ჩრდილოეთს გვიჩვენებს.

Friday, February 25, 2011

კვებითი ჯაჭვი






















როგორც ცნობილია მხოლოდ მწვანე მცენრეებს შეუძლიათ საკვების შექმნა.ამიტომ,ცხოველების სიცხოცხლეც მცენარეებზეა დამოკიდებული.

    ორგანიზმები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან.დააკვირდი ზემოთ მოცემულ
სურათებს.ფოთლებში შაქარი წარმოიქმნება.მუხლუხო ასეთი ფოთლებით იკვებებამუხლუხოს კაკაბი ჭამს.კაკაბს კი–მელა.









კვებითი ჯაჭვი

Thursday, February 24, 2011

tiger-ვეფხვი



ვეფხვი (Panthera tigris), მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი . ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, სხეულის სიგრძე 1,4-2,8მ, კუდისა - 0,6-1,1მ, წონა 100-300კგ. წაგრძელებული სხეული მოხატული აქვს განივი ზოლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ირანში, უსურიისა და ამურის მხარეებში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად თურქმენეთში, საქართველოში ვეფხვი არ ბინადრობს, მაგრამ ერთხელ, XVIII საუკუნის დამლევს სოფ. ახმეტის მახლობლად მოკლეს, მეორედ 1922 წელს თბილისის მახლობლად, სოფ. ლელობთან. ვეფხვი ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე, იშვიათად ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და სხვა. თავს ესხმის ადამიანსაც. ვეფხვი 2-3 წელიწადში ერთხელ შობს თვალაუხილავ, უსუსურ 2-4 ბოკვერს (მაკეობა 105 დღემდეა).2 წლის ასაკიდან უკვე საკმაო ძალა აქვს დამოუკიდებლად სანადიროდ, სქესობრივ სიმწიფეს აღქევს 4-5 წლისა, ცოცხლობს საშუალოდ 8-10 წელს. აქვს 6-7 მ სიგრძის ნახტომი. ქართულ ზეპირსიტყვიერებაში და ძვ. მწერლობაში სიტყვა "ვეფხვი" აღნიშნავდა ჯიქს (ლეოპარდს ანუ პანთერას - Panthera pardus), დღევანდელი გაგებით კი მხოლოდ XX საუკუნეში დამკვიდრდა.